1992 წლის ევროპის ჩემპიონი დანიის ჩემპიონატის მატჩის დროს მოედანზე სრულიად შიშველი გავარდა.
ეს 53 წლის ლარს ელსტრუპის ბიოგრაფიაში ყველაზე არაადეკვატური საქციელი როდია.
ინციდენტი „რანერსისა“ და „სილკებორგის“ შეხვედრისას მოხდა. „რანერსის“ ლეგენდამ ლარს ელსტრუპმა სტადიონზე შეაღწია და მოედანზე ტიტველი შევარდა. სტადიონის თანამშრომლებმა ოპერატიულად დააკავეს ადგილობრივი ფეხბურთის ლეგენდა და არენიდან მიაბრძანეს.
ელსტრუპი 1992 წელს დანიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში დანიელებს საფრანგეთთან მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ. დანიას გავარდნასთან 7 წუთი აშორებდა, როდესაც ელსტრუპმა გაიტანა და გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.
უკვე მომდევნო წელს, სულ რაღაც 30 წლის ლარსმა კარიერა დაასრულა და სექტაში „მზის გული“ გაწევრიანდა, რის შემდეგაც სუიციდის რამდენიმე უშედეგო მცდელობა ქონდა.
1994 წელს ელსტრუპი კოპენჰაგენის ქუჩებში შიშველი დაიარებოდა, რის გამოც სექტიდან მოკვეთეს.
2000 წელს ლარსი ინგლისში დააკავეს. ფეხბურთელმა პირდაპირ ქუჩაში მოისაქმა.