ჯორჯ და ამალია კლუნები საქველმოქმედო ორგანიზაციის ღონისძიებაზე გამოჩნდნენ. ნიუ-იორკში მდებარე სახალხო ბიბლიოთეკაში ჰოლივუდის ელიტა შეიკრიბა, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ კლუნების გამოჩენა ნამდვილ სენსაციად იქცა.
წყვილი კიბეებზე ხელიხელჩაკიდებული ავიდა და ერთმანეთს მთელი საღამოს განმავლობაში არ მოსცილებიან.
ამ დღეს 45 წლის ამალია, როგორც მას სჩვევია სადა, დახვეწილ კაბაში იყო გამოწყობილი. ეს გახლდათ წვრილი მაქმანებით გაფორმებული თეთრი კაბა. რაც შეეხება 62 წლის ჯორჯს, ის კლასიკურ კოსტიუმში იყო გამოწყობილი და კისერზე ბაფთა ეკეთა.
„თითოეულ მიხვრა-მოხვრაში ეტყობა, რომ ცოლი საოცრად უყვარს“, „ღირსეული წყვილი“, „ყველაზე გლამურულები“, – ასე აფასებენ ჯორჯსა და ამალიას ინტერნეტსივრცეში.
გლამურული წყვილი – ჯორჯ და ამლია კლუნები „ვენეციის კინოფესტივალზე“
ჯორჯ და ამალია კლუნებმა ბოლოს და ბოლოს 6 წლის ტყუპები გამოაჩინეს