საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებული პოსტშია აღნიშნული სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, ადვოკატი ია რეხვიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა.
„ძალზედ სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს, სასამართლო დარბაზში, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, ადვოკატი ია რეხვიშვილი.
ქალბატონი ია თითქმის 30 წელია ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა ადამიანის უფლებების დაცვას.
ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი 🙏“, – წერს დავით ასათიანი.