LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის (ABA) სპეციალური მოწვევით, დავით ასათიანი დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვა

96
პრესლერიზ

დემოკრატიის სამიტზე, რომელიც 9-10 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის – ჯო ბაიდენის ინიციატივით ტარდება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეა მიწვეული. დავით ასათიანი სამიტის მონაწილეებს 10 დეკემბერს სიტყვით მიმართავს.

დემოკრატიის სამიტის ფარგლებში 100-ზე მეტი ქვეყნის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ლიდერები დემოკრატიის გაძლიერებისა და მის წინააღმდეგ არსებული საფრთხეების დასაძლევად ერთიანდებიან. დემოკრატიის სამიტი ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება.

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ მოწვეული ბრძანდებით დემოკრატიის სამიტის ფარგლებში ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სესიაზე, რომელიც დემოკრატიის შენების პროცესში სამართლის უზენაესობის როლს ეძღვნება.

გვჯერა, რომ თქვენი მონაწილეობა ხელს შეუწყობს იმის ნათლად გააზრებას, თუ რა მნიშვნელობა აქვს მართლმსაჯულების სისტემას დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის“ – ნათქვამია დავით ასათიანისადმი გამოგზავნილ წერილში.

დავით ასათიანი დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მართლმასჯულების სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე, ამ პროცესში იურიდიული პროფესიის როლზე ისაუბრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები