LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითქმის 70 ათასი Chevrolet აკუმულატორის აალების გამო უკან გაიწვიეს

297
shevrolet2018

კონცერნმა General Motors დააანონსა ძალიან მასშტაბური სერვის–აქცია, რომელიც 68 667 ელექტროქარს Chevrolet Bolt–ს შეეხება. 2017 წლიდან 2019 წლამდე აწყობილი ავტომობილების შეკეთება მათი მფლობელების მრავალრიცხოვანი საჩივრების შემდეგ გადაწყდა. მეპატრონეებმა მწარმოებელს აკუმულატორის მოულოდნელი აალების გამო მიმართეს. აღსანიშნავია, რომ ამ ავტომობილების უდიდესი ნაწილი აშშ–ს ტერიტორიაზეა რეალიზებული.

პრობლემის შესახებ კომპანიას ათობით ადამიანმა ამცნო. მათი განცხადებით, აკუმულატორი ან ელემენტი მაშინ აალდა როცა ავტომობილი პარკინგზე იყო გაჩერებული. ინციდენტის შედეგად მხოლოდ ორი ადამიანი დაზარალდა, ისინი ბოლით მოიწამლნენ.

პრობლემის მიზეზის დადგენაში კომპანიას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მართვის ნაციონალური საგენტო დაეხმარება. აღნიშნული სააგენტო სხვა ელექტროქარების დეფექტების გარკვევაშიც აქტიურადაა ჩართული და ერთ–ერთი მაგალითად „ტესლაა“. აალების მიზეზი ჯერ–ჯეროიბთ უცნობია და მწარმოებელი მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ ელემენტი კორეულ ქარხანაში დამზადდა.

იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ მოხდეს, Chevrolet ყველა გაყიდული ავტომობილის მფლობელს სერვის ცენტრში მიიწვევს და ყველა მოდელს დეტალურად შეამოწმებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g