LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითქმის სულ ახალი Lamborghini Miura აუქციონზე გაიყიდება

107
Capture 877547

1969 წელს გამოშვებულმა ავტომობილმა მთელი ცხოვრება ფარეხში გაატარა

გერმანიის სამხრეთში უნიკალური Lamborghini Miura იპოვეს. 1969 წლის მოდელი თითქოს „დროის კაფსულაში“ იყო მოთავსებული და მთელი ეს წლები არც უგრძვნია. მანქანის გარბენი მხოლოდ 29 ათასი კილომეტრია.

როგორც ცნობილია, უკანასკნელი 4 წელი სუპერქარმა ფარეხში, უძრავად გაატარა. მანამდე კი მას მაქსიმალური სიფრთხილით, მხოლოდ გამორჩეულ შემთხვევებში იყენებდნენ. სპორტქარს იმდენად ფაქიზად უვლიდნენ, რომ პირვანდელი ქარხნული სახე ოდნავადაც არ შეცვლია.

Lamborghini Miura ორიგინალური V12 ძრავითაა აღჭურვილი და 370 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 100-კმ-დე გასახურებლად მოდელს 4,5 წამი სჭირდება. მაქსიმალური სიჩქარე კი 284 კმ/სთ-ია.

სპორტქარის ახალ მფლობელს, ავტომობილთან ერთად კომპლექტში ორიგინალი წიგნაკიც შეხვდება, სადაც იტალიური მწარმოებელი ავტომობილის მოხმარების წესებს დეტალურად ხსნის.

და ბოლოს, ავტომობილი Sotheby’s აუქციონზე 24 ოქტომბერს გაიყიდება და მისი საწყისი ღირებულება დაახლოებით – მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g