LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თითქოს სიმბოლური გამოვიდა, რამდენიმე მეტრით არიან ერთმანეთისგან დაშორებული სამუდამო ნავსაყუდელში” – ვის გვერდით დაკრძალავენ მამუკა ონაშვილს?

6114
მამუკა ონაშვილი

მომღერალ მამუკა ონაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე, ზურა დოიჯაშვილის გვერდით დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი და მომღერლის მეგობარი ბესო ჩუბინიძე ავრცელებს.

მისივე ცნობით, ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ და ზეგ სიონის ტაძარში გაიმართება. მომღერალს ხუთშაბათს სიონის ტაძრის ეზოდან 2 საათზე გამოასვენებენ.

“საბურთალოს სასაფლაოზე ვიყავით, შევარჩიეთ და ასე გადავწყვიტეთ მისმა მეგობრებმა, რომ მამუკას დავკრძალავთ ზურა დოიჯაშვილის გვერდით. სიცოცხლეში ხომ ძმაკაცები იყვნენ, იმიერ ქვეყანაშიც ისედაც ერთად იქნებიან და ფიზიკურადაც ასე ახლოს იქნებიან ერთად. თითქოს სიმბოლური გამოვიდა ეს, ზურა ვადაჭკორია, დოიჯა და მამუკა რამდენიმე მეტრით არიან ერთმანეთისგან დაშორებული სამუდამო ნავსაყუდელში”, – ამბობს ბესო ჩუბინიძე.

მამუკა ონაშვილი ავარიაში მოჰყვა, მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g