LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თხილი და ჩაი – სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს

73
cms-image-000019821

პრემიერის ინფორმაციით, ადგილობრივი წამოების მხარდასაჭერად სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს. კერძოდ, პროგრამებს დაემატება თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება. რაც შეეხება ყურძნის გადამუშვებას, პრემიერის განცხადებით, მთავრობის შემდეგ სხდომაზე იმსჯელებენ მევენახეების მხარდაჭერის პაკეტზე.

„ჩვენ განვიხილავთ ცვლილებებს სოფლის მეურნეობის პროგრამებში. ამ ცვლილების ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ ადგილობრივი წამოების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს და შეყავს ისეთი ახალი დარგები, როგორებიცაა: თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება, სასურსათო წარმოება და აქვე იქნება დამატებული ყურძნის გადამუშავებაც. მოგეხსენებათ, რომ რთველის პერიოდი მოდის. ამაზე ჩვენ მთავრობის შემდეგ სხდომაზე ვიმსჯელებთ. ეს იქნება საკმაოდ ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი ჩვენი მევენახებიისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g