LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თხის რქა – ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ახალგაზრდავდება

1235

როგორც აღმოჩნდა, ასაკის მატებასთან ერთად თხის რქა მხოლოდ ახალგაზრდავდება, რადგან ცნობილი პერსონაჟის – ბენჯამინ ბატონის მსგავსად, ბუზღუნა მოხუცად იბადება და მხოლოდ წლების შემდეგ იგებს ცხოვრების გემოს.

ბავშვობაში თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებუილი ზედმეტად ფრთხილია, პედანტი და არასდროს არღვევს წესებს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ძალას იკრებს და მოწიფულ ასაკში ემსგავსება ბავშვს, რომელიც საკუთარ თავს გართობის, კაპრიზების და თავნებობის უფლებას აძლევს, რაც მისივე საზომით ნამდვილი ფუფუნებაა.

თხის რქა საკმაოდ თავშეკავებული და ზედმეტად კანონმორჩილი ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ ყველაფერი წესის და კანონის დაცვით უნდა შესრულდეს, რითაც ხშირად ძალიან აბეზრებს თავს გარშემომყოფებს.

სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით, თხის რქას ყველაზე კარგად გამოსდის თავშეკავება, განსაკუთრებით თუ საქმე იდეის ან დიდი ხნის მიზნის განხოციელებას ეხება, რომლებიც მეტწილად საყვარელ სამსახურს უკავშირდება, რადგან უსაქმური თხის რქა პრაქტიკულად არ არსებობს. მისთვის მნიშვნელოვანია მუშაობა, რადგან მხოლოდ ასე შეუძლია სოციალურად განვითარება, მოსწონს კარიერაზე ზრუნვა და ზოგჯერ ზედმეტად გატაცებულს, პირადი ცხოვრება საკმაოდ გვიან ახსენდება.

იმპულსური და ემოციური თხის რქა ისეთივე იშვიათობაა, როგორც უმუშევარი. გამოირჩევა გონიერებით, თავშეკავებით და ძალიან არ უყვარს თავქარიანი ადამიანები, ერთგულება ახასიათებს არა მხოლოდ კანონების, არამედ ადამიანების მიმართაც, თუმცა თითქმის არასდროს ჰყავს მეგობრები, ვისაც მთელი გულით შეიყვარებს.

თხის რქას აბსოლუტურად არ აქვს იუმორის გრძნობა, არც თვითონ ხუმრობს არასდროს, არც სხვისი იუმორი ესმის. არ ღირს მისგან სიურპრიზის მიღების ან სპონტანურად მოქმედების იმედის ქონა, რადგან გარკვეულ ასაკამდე თხის რქა აბსოლუტურად უემოციო გამომეტყველებით ცხოვრობს, მერე კი, რადიკალურად იცვლება და დაკარგულ სიამოვნებასაც რამდენიმე წელიწადში ინაზღაურებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g