LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TLC, Salt-N-Pepa და En Vogue ერთობლივ ტურნეს გამართავს

125
photo-collage.png (16)

90-იანების R&B-ისა და ჰიპ-ჰოპის ლეგენდებმა — TLC, Salt-N-Pepa და En Vogue ერთობლივი ჩრდილოამერიკული ტურნე სახელწოდებით – It’s Iconic დააანონსეს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს სამი საკულტო ჯგუფი სცენას ერთად გაიყოფს.

ტურნე სტარტს 15 აგვისტოს აიღებს და 11 ოქტომბრამდე გასტანს.

მომღერლები მსმენელს ენერგიულ, ,,მიქსტეიპის” სტილის შოუს ჰპირდებიან, სადაც ბენდები სცენაზე ერთმანეთს სწრაფად ჩაანაცვლებენ.

ცნობისთვის, TLC-ის, Salt-N-Pepa-სა და En Vogue-ის პირველი ერთობლივი გამოსვლა, რომელიც ტურნეს ერთგვარი პრელუდია იყო, 26 მარტს iHeartRadio Music Awards-ზე შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები