გოგი თოფაძე ჟურნალისტების კითხვამ გააღიზიანა – მედიის წარმომადგენლებმა დეპუტატს კითხეს, როგორ აფასებს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას.
თოფაძემ ჟურნალისტები ხელით გაწია და მოუწოდა, მას თავი დაანებონ.
„რა გინდათ ახლა, გეჩხუბოთ?“ – მიმართა თოფაძემ მედიის წარმომადგენლებს.
პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვანწილად განახლდება.