LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ახალ მომსახურებას – Toyota Care-ს სთავაზობს  

411
ტოიოტა (1)

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მძღოლებს, ტექნიკური მომსახურების მხრივ, ხელსაყრელ სიახლეს – Toyota Care-ს სთავაზობს, რითაც მომხმარებელი დაზოგავს დროს და ამასთან ერთად, ხარისხიან სერვისს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი მომსახურების მოქნილი პირობების თანახმად, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ავტომობილის შეკეთება-განახლების მიზნით, „ტოიოტა ცენტრი თბილისის” წარმომადგენელი თვითონ მიაკითხავს მომხმარებელს, უზრუნველყოფს ავტომობილის ევეკუატორით ცენტრში გადაყვანასა და მაღალი ხარისხის ტექნიკური მომსახურების გაწევის შემდეგ სასურველ მისამართზე დაბრუნებას.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ხარისხის მართვის მენეჯერი გიორგი ეთერია განმარტავს, ახალი მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც დაუკავშირდება „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ და Toyota Care-ით სარგებლობის შესახებ წინასწარ დაუტოვებს შეტყობინებას.

„ნებისმიერ მომხმარებელს, რომლის ავტომობილსაც ესაჭიროება ტექნიკური მომსახურება, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ და ჩაეწეროს Toyota Care-ის სერვისის მიღებაზე. ცენტრის თანამშრომელი თვითონ მიაკითხავს მას, ავტომობილს უსაფრთხოების სრული დაცვით, ევაკუატორით  გადაიყვანს ცენტრის ავტორიზებულ სერვისცენტრში და ტექნიკური მომსახურების გაწევის შემდეგ, სასურველ მისამართზე ისევ ევაკუატორის მეშვეობით დააბრუნებს. როგორც წესი, „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ სერტიფიცირებული ტექნიკოსები, რომლებიც ტრადიციულად, ტოიოტას ორიგინალი ავტონაწილების გამოყენებით, მაღალი ხარისხის მომსახურებას უწევენ მომხმარებელს, ავტომობილს ყველა საჭირო ტექნიკურ სერვისს უმოკლეს დროში ჩაუტარებენ“, – აღნიშნავს გიორგი ეთერია.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, ახალი მომსახურების მისაღებად, დაინტერესებულ მომხმარებლს შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და წინასწარ დაჯავშნოს ხელსაყრელი თარიღი და დრო; www.toyota-tbilisi.com

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g