დღეს ტოკიოში XXXII ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენმა იასპარეზა.
ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე 33-მა ქართველმა სპორტსმენმა 11 სახეობაში იასპარეზა და ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოს არასოდეს მოუპოვებია ერთ ოლიმპიადაზე რვა მედალი.
საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია გავიდა, მეორეზე – ჩინეთი, ხოლო მესამეზე – იაპონია. საქართველოს დელეგაციამ 33-ე ადგილი დაიკავა და გადაასწრო ბევრ ისეთ ქვეყანას, სადაც სპორტში საქართველოზე გაცილებით მეტი რესურსი და ფინანსები გააჩნიათ. 120 ქვეყანამ კი მედალი ვერ მოიპოვა.