ტოკიოს ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
“ეს გამარჯვება მივუძღვენი ჩემს ერს და დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამდენი ხალხის გახარების მიზეზი გავხდი. მიყვარხართ ყველა,”- განაცხადაოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა.
ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებულად იასპარეზეს და საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს სამი ვერცხლისა და ერთი ოქროს მედალი მოუტანეს.