LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შთამბეჭდავი დახვედრა თბილისის აეროპორტში – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები კატარის დედაქალაქიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა

170
ფორტუნა - 2023-05-16T110047.463

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები სამშობლოში დაბრუნდნენ. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებმა შთამბეჭდავი დახვედრა მოუწყვეს.

დოჰაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

გუნდის ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.

მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა დაიკავა.

საქართველოს ნაკრებმა მამაკაცებს შორის გუნდურ ჩათვლაში მსოფლიო ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები