ტოკიოში გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიხსნა

106
gvino

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში Terrada Warehouse გამოფენასაქართველოღვინის სამშობლოდამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

„გამოფენა დამთვალიერებლებისთვის უკვე ღიაა. 15 მარტს გაიმართება საზეიმო ოფიციალური გახსნა, რომელსაც საქართველოსა და იაპონიის მთავრობების წარმომადგენლები დაესწრებიან. გამოფენამ პირველივე დღეს დამთვალიერებლების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ არა მხოლოდ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას, არამედ ზოგადად მიიღონ ინფორმაცია საქართველოს შესახებ, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას იაპონიაში“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ტყემალაძემ.

პროექტისაქართველოღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაციაქართული ღვინო“, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტი ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით. ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 7 მაისამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები
„მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა.. ტკბილად იძინე შვილო, შენ მეორე სიცოცხლით გაუმაძღარი ნაია ხარ და ის ნაია, ძალიან პატარამ დაიტირა დედაშენმა“ – მზია კახაძე ახალგაზრდა გოგოს შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
გიორგი კეკელიძე: „თავისუფლების სახელით შემოპარებული ბოდვა, რომ „ნარკოტიკი მოსულა“ და „ადამიანს რასაც უნდა, იმას იზამს, მისი საქმეა“ – სასწრაფოდ განზეა გასაწევი..წუხელ მორიგი ახალგაზრდა დაიღუპა ამ საშინელი სენით“