დღეს დასავლური მედია ტომ კრუზის შესახებ შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს. 56 წლის მსახიობი უარს ამბობს ერთადერთი ქალიშვილის, 12 წლის სური კრუზის ნახვაზე იმის გამო, რომ ის საიენტოლოგიას არ იღებს. ამის შესახებ ინსაიდერმა Us Weekly-ს უამბო.
ტომ კრუზს აქვს უფლება ქალიშვილი თვეში 10 დღის მანძილზე მოინახულოს. კრუზი კი ამ შესაძლებლობაზე უარს ამბობს. აქვე ცნობილი ხდება, რომ 2012 წელს კეიტ ჰოლმსმა ტომ კრუიზთან განქორწინებისას კონტრაქტს მოაწერა ხელი, სადაც მას საიენტოლოგიაზე საუბრები აეკრძალა. განქორწინების მიზეზიც შვილი გახდა, რადგან კეიტ ჰოლმსს სურის აღზრდა კათოლიკური მრწამსით უნდოდა. ცნობილია ისიც, რომ კრუზი არ ეკონტაქტება შვილებს პირველი ქორწინებიდან. საუბარია ნიკოლ კიდმანისა და ტომ კირუზის მიერ ქორწინებისას აყვანილ შვილებზე.