ტომ კრუზმა „ოქროს გლობუსის“ ჯილდოებზე უარი განაცხადა. 58 წლის ვარსკვლავმა სამი ჯილდო უკან უკვე დააბრუნა. აღნიშნული ქმედებით კრუზმა პროტესტი გამოხატა. საქმე ისაა, რომ კინოპრემიის ჟიური არასაკმარისი რასობრივი მრავალფეროვნებითაა წარმოდგენილი.
ცნობისთვის, პრესტიჟული დაჯილდოვების ცერემონიალის ტრანსლირებაზე უარს ტელეკომპანია „ენ ბი სიც“ ამბობს. ამის მიზეზიც იდენტურია, ჟიურის წევრთა შემადგენლობაში 87 წევრს შორის არც ერთი ფერადკანიანი არა არის.
„ოქროს გლობუსი“ აღარ გაიმართება – დაჯილდოვებას სრული ბოიკოტი გამოუცხადეს