კორონავირუსის პანდემიის გამო, უამრავი ფილმის გადაღებების პროცესი შეჩერდა. ერთ-ერთი ასეთი ფილმი „შუსრულებელი მისიაა“, რომელშიც მთავარ როლს ტომ კრუზი ასრულებს.
ფილმის მე-7 ნაწილის გადაღებები, იტალიაში, კონკრეტულად კი ვენეციაში მიმდინარეობდა, თუმცა, პანდემიის გამო შეჩერდა.
ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ 57 წლის ტომ კრუზი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს და სურს, იტალიაში რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს და გადაღებები დაასრულოს.
ინსაიდერების განცხადებით, კრუზი უარს აცხადებს გადაღებები სხვა ლოკაციაზე ჩატარდეს და ვენეციაში მაშინვე გაემგზავრება, როგორც კი რეგულაციები შემსუბუქდება.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ იცნობილი გახდა, რომ ილონ მასკი ტომ კრუზის მონაწილოებით კოსმოსში ფილმს გადაიღებს.
ილონ მასკი ტომ კრუზის მონაწილოებით კოსმოსში მძაფრსიუჟეტიან ფილმს გადაიღებს
ეს მასკის მიერ გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი გახდება, რომელიც კოსმოსში იქნება გადაღებული