რამდენიმე დღის წინ ციურიხის ცენტრში, ნეოკლასიკურ რესტორანში Razzia, ტომი ჰილფიგერის კოქტეილის სტუმრებმა მეტად საინტერესო ფილმი იხილეს, რომელიც ბრენდის ისტორიასა და მის თანამშრომლობას საერთაშორისო ხელოვნების ორგანიზაციებთან ეხებოდა. საღამოს მუსიკალურად ”ევროვიზია 2005”-ის მონაწილეები მარკ სვეა და გლენის გრეი აფორმებდნენ. კოქტეილის გამორჩეულ სტმუმრებს შორის კი, ოლივია პალერმო, დენიელ რედკლიფი, იოჰანეს ჰიუბლი და დი ჰილფიგერი იყვნენ.