საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air ლიდერობს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის წილმა შარშან 16%-ს მიაღწია, მაშინ როდესაც 2018 წელს მისი წილი ბაზარზე 12%-ს შეადგენდა. 11%-იანი წილობრივი მაჩვენებლით მეორე ადგილზე Turkish Airlines-ია, ხოლო მესამე ადგილს, 10%-ით ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი იკავებს.
რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასეთია:
-
ავიაკომპანია Wizz Air – 825 290 მგზავრი 16%;
-
ავიაკომპანია Turkish Airlines – 572 181 მგზავრი 11%;
-
ავიაკომპანია Georgian Airways – 500 482 მგზავრი 10%;
-
ავიაკომპანია Ukraine International Airlines (UIA) – 207 588 მგზავრი 4%;
-
ავიაკომპანია Fly Dubai – 204 364 მგზავრი 4%;
-
ავიაკომპანია Ural Airlines – 190 341 მგზავრი 4%
-
ავიაკომპანია Pegasus – 180 761 მგზავრი 4%;
-
ავიაკომპანია Pobeda Airlines – 180 684 მგზავრი 4%;
-
ავიაკომპანია SkyUp Airlines – 156 186 მგზავრი 3%
-
ავიაკომპანია Air Arabia – 144 216 მგზავრი 3%;
პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის შემდეგია: 11% ქართული ავიაკომპანიები (565 779 მგზავრი) და 89% უცხოური ავიაკომპანიები (4 546 253 მგზავრი).
ცნობისთვის, რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შედეგად 2019 წელს გადაყვანილ იქნა 5 112 032 მგზავრი. ერთჯერადი ჩარტერების ჩათვლით, საქართველოს აეროპორტები შარშან სულ 5 209 505 მგზავრს მოემსახურა.