LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TOP 3 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა

111

2018 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.1 მლნ აშშ დოლარი, 320.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.0 პროცენტით (19.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.6 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების  92.0 პროცენტი მოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ყველაზე მეტი ფული რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან შემოვიდა.

 

რაც შეეხება გადარიცხვებს, 2018 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.9 მლნ აშშ დოლარი (51.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 16.8 მლნ აშშ დოლარისა (41.6 მლნ ლარისა) გასული წლის მარტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g