LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ 5 ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეს ყველაზე ხშირად იყენებს

116
Georgia-To-Lift-Ban-On-International-Flights-1280x720

საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებელთა TOP-5 ავიაკომპანიიდან 4 უცხოური და 1 ქართული კომპანიაა. ინფორმაციას „ავიანიუსი“ საქაერონავიგაციის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეს ყველაზე ხშირად იყენებენ შემდეგი ავიაკომპანიები: Turkish Airlines, Pegasus Airlines, Azerbaijan Airlines, Georgian Airways და Flynas.

უწყების განმარტებით, 2022 წლის პირველ ნახევარში შესრულებული ფრენების რაოდენობამ (აფრენა – დაფრენა + გადაფრენა)  54,591 ერთეული შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 37,302 ფრენა. 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საჰაერო სივრცე სხვადასხვა ავიაკომპანიებმა გამოიყენეს 41,222-ჯერ, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისში 64,460-ჯერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g