2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა და 16 475 შეადგინა. ვიზიტორთა შორის 54% ქართველია,ხოლო 46%- უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით, უცხოელი ვიზიტორების კი – 94%-ით.
სტატისტიკის მიხედვით, იანვრის თვის ყველაზე მონახულებადი პარკებია:
- თბილისის ეროვნული პარკი
- ყაზბეგის ეროვნული პარკი
- პრომეთეს მღვიმე
- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
- სათაფლია