LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა

124

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის მაისში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.2 %-ით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 280.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით (22.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მათივე ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეული კი, საიდანაც საქართველოში 2017 წლის მაისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასეთია: რუსეთი (37.8 მლნ აშშ დოლარი), აშშ (12.1 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი და იტალია (11.7-11.7 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (10.0 მლნ აშშ დოლარი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები