LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TOP-5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან უკვე ცნობილია

111104_kutaisi-airport-departure_1

ქუთაისის აეროპორტიდან ყველაზე ხშირად ბერლინში მიფრინავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. 2018 წლის სტატისტიკის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტში ყველაზე მეტი მგზავრი სწორედ ბერლინის მიმართულებაზე იყო. კერძოდ, ამ მარშრუტით გასულ წელს 47 ათას 270 მგზავრმა ისარგებლა.

მეორე პოზიციაზე, ყველაზე მოთხოვნად პირდაპირ მიმართულებად 2018 წელს მილანი დაფიქსირდა, მესამე ადგილზე კი – ბუდაპეშტია. აღსანიშნავია, რომ TOP-5-ეულში არიან ასევე: დორტმუნდი და ვარშავა.

შეგახსენებთ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წელს 617,342 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g