„აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება“, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
შსს: „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილია თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა – ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“
ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც ჟურნალისტებთან რატიანმა განმარტა, პაციენტის მდგომარეობა დაზიანების სიმძიმეს შეესაბამება:
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე. უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა, ყველა დარგის ექიმის, სპეციალისტის კონსულტაცია და მისი მდგომარეობა შეესაბამება დაზიანების სიმძიმეს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ჟურნალისტების დამატებით კითხვას, თორნიკე რიჟვაძეს ფილტვის დაზიანების გარდა აღენიშნება თუ არა სხვა დაზიანებები, ექიმმა არ უპასუხა.
„ბევრმა წყენამ და იმედგაცრუებამ ჩამოიარა ჩვენს შორის… თუმცა სიმართლე მინდა ვთქვა ღიად!!!…“ – რას წერს თორნიკე რიჟვაძის ყოფილი თანაგუნდელი
„ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ერთი ადამიანიც არ მახსენდება – მოსულიყოს მასთან ჯანმრთელობის დახმარების თხოვნით და დახმარების გარეშე უკან წასულიყოს“
ცნობისთვის, გუშინ დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.
„ვერ დავემსგავსები იმ ადამიანებს, ჩემი ფონდის ამბების დროს რომ ისე გაჩუმდნენ, თითქოს არაფერი ჰქონდათ მოსაყოლი ამიტომ, უნდა დავწერო ეს სტატუსი“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი თორნიკე რიჟვაძეზე
მისი თქმით, თორნიკე რიჟვაძე იყო ერთადერთი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომელიც სულ ურიცხავდა თანხებს მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვებს.