საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მათივე ცნობით, აღნიშნული აკრძალვა ვრცელდება ასევე საჩხერე (სარეკი) – უზუნთა – შქმერი – ზუდალის გზაზე.
„დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.