Toyota Sora მხოლოდ კონცეპტი აღარ არის. „ტოიოტამ“ დაიწყო პირველი, წყალბადის ძრავზე მომუშავე ავტობუსის წარმოება.
არსებული ინფორმაციით, Sora აღჭურვილი იქნება 2 ცალი, 114 კვ-იანი ძრავით, და მოემსახურება 78 მგზავრს.
პირველი 100 ერთეული ავტობუსი ტოკიოს ქუჩებში 2020 წელს გამოჩნდება. ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ავრცელებს.