ამერიკელმა Toyota-ს პიკაპით მილიონ ნახევარი კილომეტრი გაიარა. ახალი რეკორდი აშშ-ს მკვიდრს, სახელად ვიკ შეპარდს ეკუთვნის, მამაკაცი Tundra-ს დიდი თაყვანისმცემელია. წარსულში ავტო მოყვარულმა ანალოგიური მანძილი 2007 წლის Toyota Tundra-თი გადალახა, მოდელით რომელიც 5,7 ლიტრის მოცულობის V8 აგრეგატითაა აღჭურვილი. ამჯერად მძღოლმა რეკორდის გამეორება 2014 წლის, ანალოგიური აგრეგატის მქონე მოდელით გადაწყვიტა.
ვიკ შეპარდის თქმით, 1,6 მილიონი კილომეტრის გავლის შემდეგ Toyota Tundra-ს ძრავას არანაირი სერიოზული პრობლემა არ შეჰქმნია. გამოცვლა დასჭირდა მხოლოდ გენერატორს, ასევე გადაცემათა კოლოფს. თუმცა, მამაკაცი ამტკიცებს რომ ასეთი გადაცემათა კოლოფით კიდევ 130 ათასი კილომეტრი გაიარა, რადგან სერვისის თანამშრომლების ლოდინით დაიღალა.
2014 წლის Toyota Tundra შეპარდმა 2007 წლის ანალოგიური პიკაპის შემცვლელად იყიდა. წინა რეკორდის შესახებ გაგების შემდეგ კომპანია Toyota-მ ამერიკელს ძველი ავტომობილის 2016 წლის მოდელში გადაცვლა შესთავაზა. ნაჩუქარი ავტომობილის გამოყენება ამერიკელმა კერძო ავტომობილად გადაწყვიტა. რეკორდისთვის კი ადრე ნაყიდი პიკაპი გამოიყენა.