ახლახან ნინო ჩხეიძემ და „ქუჩის ბიჭებმა“ მსმენელს ახალი სიმღერა და კლიპი „მე შენ მჭირდები“ წარუდგინეს. კლიპმა „Youtube“ გვერდზე უკვე ძალიან ბევრი ნახვა დააგროვა და მსმენელის დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა, რასაც „ქუჩის ბიჭების“ წევრი, ირაკლი ნოზაძე საკუთარ „Facebook“ გვერდზე გამოეხმაურა და მსმენელს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი კლიპის გადაღებებიდან ფოტოებს გვიზიარებს და წერს: „გამარჯობა! რა თქმა უნდა პირველ რიგში მინდა ჯგუფის სახელით მადლობა გადაგიხადოთ აქტიურობისა და სიყვარულისათვის. გეტყვით იმასაც, რომ თქვენ ხართ ის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იმისათვის, რომ დაუღალავად ვიმუშაოთ, ვეძიოთ და თქვენთვის ჩავწეროთ ახალი სიმღერები. იმედი მაქვს ცოტათი მაინც ვახერხებთ თქვენთვის დადებითი ემოციებით ავსებას!
P.S. ბოდიში. ყველას სათითაოდ ვერ გპასუხობთ და ვერ გწერთ. სამაგიეროდ უკლებლივ ყველა ჩემს გულში ხართ!
თქვენი ქუჩის ბიჭები !“
ცნობისთვის, ახალი სიმღერის პრემიერა რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში 2 დეკემბერს შედგა.
ნინო ჩხეიძე და ქუჩის ბიჭები – მე შენ მჭირდები
„მერთულებოდა ჩვენი კოლაბორაცია, რადგან ნინო სხვა ჟანრის მომღერალია და მისი რეპერტუარი რადიკალურად განსხვავდება „ქუჩის ბიჭების“ რეპერტუარისგან… ყველამ პირველივე მოსმენაზე თქვა, რომ ეს სიმღერა ჰიტია“ – ზურა ხაჩიძე