LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენს ქვეყანაში გამართეთ ომი და მოაწყვეთ მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვით… ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტისამთავრობო აქციაზე გამოვიდა, ეს არის ნორმალური?“ – კახა კალაძე

139
კახა კალაძე

„თქვენს ქვეყანაში გამართეთ ომი და მოაწყვეთ მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვით, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, მეგობრები და პარტნიორები“ – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, ის დამოკიდებულება, რასაც საქართველო უკანასკნელი კვირებისა და თვეების განმავლობაში ხედავს, არც მეგობრობაა და არც ჯანსაღი დამოკიდებულება.

„მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს მოქალაქეებს აშშ-ში მექსიკიდან შესვლა, დღეების და კვირების ციხეებში გატარება აღარ მოუწევთ… კონკრეტული ნაბიჯები თუ გადაიდგმება, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება“ – კალაძე

„ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში, არ არის ჯანსაღი ურთიერთობები, სხვა სახელი ჰქვია და ქართველი ხალხი ამას ხედავს, რომ გამოდიოდით და მოგვიწოდებდით სანქციებს მიუერთდით, მეორე ფრონტი უნდა გაიხსნასო, ამ ყველაფერს გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო, ეს მოგონილი ხომ არ არის? თქვენ არ იყავით, სააკაშვილის გამოშვებას რომ ითხოვდით და გვეუბნებოდით, თუ სააკაშვილს არ გამოუშვებთ, ევროპულ ღირებულებებს შორდებითო. ეს არის დემოკრატია და ევროპულობა? თქვენ ხართ პირველები, ვინც დისკრედიტაციას უწევთ ევროპას და ევროპულ მომავალს თქვენი განცხადებებით.

„მოსახლეობა ელოდა დასაბუთებულ მსჯელობას და არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად ხელში შეგვრჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები“ – კალაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ანტისამთავრობო აქციაზე გამოვიდა, ეს არის ნორმალური? ეს არის ჩვენი თავმოყვარეობა? აბა, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში გაეკეთებინათ, რა ბედი ეწეოდა იმ საგარეო საქმეთა მინისტრს. თქვენს ქვეყანაში გამართეთ ომი და მოაწყვეთ მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვით. ჩვენ დღეს გვჭირდება მშვიდობა, მეგობრები და პარტნიორები. გვჭირდება ჯანსაღი ურთიერთობები, ამისთვის საქართველო მზად არის, მაგრამ ის დამოკიდებულება, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს ვიღაცის ინტერესებისთვის და აქ იგივე ვითარება იყო, რაც უკრაინაში, არ გამოვა“- განაცხადაკახა კალაძემ.

The Financial Times: „რამდენიმე ქვეყანა საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით გამოდის – ვარიანტები საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, მიზანმიმართულ სანქციებს და ევროკავშირის ფულადი სახსრების გაყინვას მოიცავს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები