LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს მოქალაქეებს აშშ-ში მექსიკიდან შესვლა, დღეების და კვირების ციხეებში გატარება აღარ მოუწევთ… კონკრეტული ნაბიჯები თუ გადაიდგმება, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება“ – კალაძე

212
კახა კალაძე (1)

„მოხარული ვიქნებით თუკი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არა მექსიკიდან მოუწევთ აშშ-ში შესვლა და იქ მექსიკაში რამდენიმე დღისა და კვირების ციხეებში გატარება, არამედ ისე ექნებათ ჩვენს ქვეყანასთანაც ურთიერთობა, როგორიც აქვთ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებთან“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები საქართველოსთან მისასალმებელი იქნება.

„როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვიზალიბერალიზაციისთვის მზად ვართ, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან, ამას მივესალმებით. როგორ შეიძლება ადამიანმა შეაჩეროს ეს ყველაფერი?! ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოხარული ვიქნებით თუკი აშშ გადადგამს ამ ნაბიჯს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არა მექსიკიდან მოუწევთ შესვლა და იქ მექსიკაში რამდენიმე დღისა და კვირების ციხეებში გატარება, არამედ ისე ექნებათ ჩვენს ქვეყანასთანაც ურთიერთობა, როგორიც აქვთ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანასთან.

ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით.

თუ მოხდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, თუ თავისუფალი ვაჭრობა იქნება ჩვენს ქვეყანასთან, პირდაპირი ფრენები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ასევე, მნიშვნელოვანია, გაიხსნას მოლაპარაკებები ჩვენს ქვეყანასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამას მივესალმებით. თუ ეს დამოკიდებულება იქნება და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, მაშინ გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობა და საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება.

თუ ეს ნაბიჯები იქნება გადადგმული, თუ დავინახავთ მეგობრულ ურთიერთობებს და არა მტრობას, რაც კონკრეტული ფაქტებით დადასტურდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

„მოსახლეობა ელოდა დასაბუთებულ მსჯელობას და არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად ხელში შეგვრჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები“ – კალაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები