LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენს შესახებ მხოლოდ ორი რამ ემახსოვრება ხალხს: რომ ხართ მოღალატე და უმორალო თვალთმაქცი, რომელმაც არ დაიცავით ქალები“ – თაზო დათუნაშვილი წილოსანს

436
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

„ასე როგორ გამოგშიგნათ მაგ ცახესმა, რომ კაცზე, რომელიც თქვენი ჯიბის სასამართლოს ორმა ინსტანციამაც კი სექსუალურ მოძალადედ ცნო და ასეთი კაცის დაგმობასაც კი ვერ ბედავთ, რადგან ის თქვენი პატრონის საყვარელი პროპაგანდისტია!!“ – ასე გამოეხმაურა „ლელოს“ წევრის თაზო დათუნაშვილი, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის მიერ გუშინ, 21 მარტს, პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს, ქალების მიერ გაკეთებული განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებლისა და წამყვანის, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობენ.

ჟურნალისტი მაკო ჯაბუა „პოს ტვ“-ის დამფუძნებელს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს – რას ამბობს შალვა რამიშვილი

„სექსუალური ხასიათის ძალადობა არ არის საღლიცინო და სალაზღანდარო თემა – მაგრა ტეხავს ეგ ამბავი !!! ასეთი ამბის გაგებისას, უარეს შემთხვევაში კაცებს ეს ღლიცინი გვახასიათებს, უკეთეს შემთხვევაში კი დუმილი და ეს ამბავიც მაგრა ტეხავს! სექსუალური შევიწროება უდიდესი სიბინძურეა და არაფრით არ „პრავდება“. ის მორალურად ანადგურებს ადამიანს !!! ასეთ სიბინძურეს არც პოლიტიკური კონტექსტი აქვს და არც პრეფერენციები, ყველა ღორია და ყველა უმკაცრესათ უნდა დაისაჯოს.

ჩემი უპირობო სოლიდარობა მაკო ჯაბუას, იმიტომ რომ მაგარი გოგოა, იმიტომ რომ გაბედა, იმიტომ რომ ძალიან რთულია და მან ეს შეძლო. მადლობა ამ ნაბიჯისათვის, მხოლოდ ასე გახდება ეს საზოგადოება იმაზე უკეთესი ვიდრე ის არის. აგრეთვე სოლიდარობა ყველა სხვა ქალს, ვინც ამ ბანძი ტროლის შევიწროების მსხვერპლი იყო.

წილოსანი რამიშვილზე: ამგვარი დანაშაული ძალიან მძიმეა, ხოლო ერთი ხელის მოსმით დასკვნების კეთება, ან დაბრალება, არანაკლებ მძიმეა

„რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, მაგრამ კანონით და არა “მორალის პოლიციის” ხელით, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მანიპულაციურად და ბოროტად იყენებენ.“

აგრეთვე, ჩემი სრული სოლიდარობა ჟურნალისტ გვანცა ბუდაღაშვილს, ანანია გაჩეჩილაძეს და მსახიობ ანანო იაშვილს✌️?
ეხლა მინდა მხოლოდ ერთ ადამიანს მივმართო, ვისი პოზიციაც შემაძრწუნებელი იყო დღეს – ქალბატონი წილოსანი პარლამენტში გენდერულ საბჭოს ხელმძღვანელობს, ყელმოღერებული საუბრობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, მოწყვლადობაზე, ქალთა უფლებებზე და დღეს აი ეს თქვა ამ ფაქტზე !!! მე შემრცხვა ამ ქალის მაგივრად !!! მე შემრცხვა რომ იმდენი ემპათია, სოლიდარობა ან უბრალოდ ადამიანურობა არ ეყო, რომ ეს გოგონა და სხვები უპირობოთ დაეცვა !!! ნინო წილოსანი • Nino Tsilosani

ესე როგორ გამოგშიგნათ მაგ ცახესმა, რომ კაცზე, რომელიც თქვენი ჯიბის სასამართლოს ორმა ინსტანციამაც კი სექსუალურ მოძალადედ სცნო და ასეთი კაცის დაგმობასაც კი ვერ ბედავთ, რადგან ის თქვენი პატრონის საყვარელი პროპაგანდისტია !!!

გავა ძალიან ცოტა ხანი ქალბატონო ნინო, თქვენ მოშორდებით ხელისუფლებას. პირადად თქვენ დაუბრუნდებით თქვენს ფუჭ არსებობას და მარადიულ ამაოებას და თქვენს შესახებ მხოლოდ ორი რამ ემახსოვრება ხალხს: ის რომ ხართ მოღალატე, რადგან რუსულ კანონს დაუჭირეთ მხარი და ის რომ ხართ უპრინციპო და უმორალო თვალთმაქცი, რომელმაც საჭირო დროს არ დაიცავით ის ქალები, ვისაც ეს თქვენგან სჭირდებოდათ“, – წერს თაზო დათუნაშვილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g