ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში ტრაგედიით დასრულდა. სოფელ გვარაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ორსული. არიან დაშავებულებიც. ყველა მათგანი ადგილობრივია.
ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი, ადგილზე გარდაიცვალა, ვერ მოხერხდა ორსული ქალის გადარჩენაც.
საავადმყოფოში გადაყვანისთანავე ექიმებმა საკეისრო კვეთით სცადეს ნაყოფისთვის სიცოცხლის შენარჩუნება, თუმცა უშედეგოდ.
ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.