LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ, არასდროს ის არ ვაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა.. მუდმივი აქცენტი, რომ მსროლელი „ავღანეთის მისიაში მსახურობდა“ არასწორ აღქმას ნერგავს“ – ანდრო გოცირიძე 

335
ანდრო გოცირიძე

„ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ, იმიტომ, რომ წლების მანძილზე, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არასდროს ის არ ვაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ სახელმწიფო მოქალაქეზე ორიენტირებული ყოფილიყო. უფრო ხშირად, ზუსტად ის ვაკეთეთ, რაც არ უნდა გვეკეთებინა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე წერს და საგარეჯოში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.

მისი მოსაზრებით, თავდამსხმელთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომ იგი „ავღანეთის მისიაში მსახურობდა“ არასწორ აღქმას ნერგავს. როგორც ანალიტიკოსი წერს, „ახლანდელი შხამის და ბოღმის ნთხევა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ამის ნათელი მაგალითია.“

ვინ არის საგარეჯოში სროლის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.

„საგარეჯოს ინციდენტი ამ დღეებში იტრიალებს და თუ გავითვალისწინებთ, კარგი იქნება: მუდმივი აქცენტი, რომ მსროლელი „ავღანეთის მისიაში მსახურობდა“ არასწორ აღქმას ნერგავს, თითქოს ამას საქმესთან შემხებლობა ჰქონდეს, აქედან გამომდინარე განწყობით: „რა გვინდოდა სხვის ომში.“ ამას კი ჩვენში მომძლავრებული კრემლის წყაროები პროპაგანდისთვის გამოიყენებენ.

რაც შეეხება ISAF მისიას, რომელსაც ჩვენი გმირი სამხედროების სიცოცხლე შეეწირა, სიმართლე ის არის, რომ ისინი იქ საქართველოს იცავდნენ (ზუსტად ისე, როგორც ახლა უკრაინაში. სტრუქტურული ნიუანსებია სხვადასხვა) და არაფერი ისეთი არ ხდებოდა „ამ ავღანეთში“ ისეთი, რაც ხდებოდა „იმ ავღანეთში“ 1978 წელს, თბილისში, სოხუმში, გაგრასა თუ ცხინვალის რეგიონში. არაფერს ვამბობ ბუჩა-ირპენსა და დნიპროზე.

სამხედრო სამსახური, სპეცსამსახური ტრავმულია ყველგან და თადარიგში გასულს სათანადო პირობები და რესოციალიზაცია სჭირდება-ამის პროგრამები უნდა არსებობდეს დამოუკიდებლობის 30-ე წელს და 5 ომის შემდეგ.ინციდენტზე პასუხისმგებელი ცხადია დამნაშავეა, მაგრამ დანაშაულის პირობების აღმოფხვრა ყველგან სახელმწიფოს პრეროგატივაა და ის ამას უნდა ასრულებდეს.“ – წერს უსაფრთხოების ექსპერტი.

ცნობისთვის, გუშინ, გვიან ღამით, საგარეჯოს რაიონში თავდასხმა მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის, დაჭრილია 5 მოქალაქე.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა პირმა განახორციელა. აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ამავე თემაზე:

საგარეჯოში სროლის დროს პოლიციელი ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა

„სახლში იყო შვილი, ვერაფერს გვეუბნება, გამოვიქეციო..“ – საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი

თვითმხილველი: დაჭრილი 2 საათი სახლში მყავდა, ჭრილობა დავამუშავე, გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა

„საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი.. ვინც გაეკარა, მიცვალებულებთან მივიდა, ყველას მიაყარა ავტომატი.. ორივე აივნიდან ისროდა – ხან ერთზე გადიოდა, ხან მეორეზე“ – რა ვიცით საგარეჯოში მომხდარზე და რას ჰყვებიან თვითმხილველები

 

 

 

 

 

 

მთავარ „სლაიდზე“ ფოტოები: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები