LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგიზმმა გაჭრა, სატვირთოში გათენებული ღამეების შემდეგ ლიზა ბონე ჯეისონ მომოას დაუბრუნდა

8921
page

წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ჯეისონ მომოა და ლიზა ბონე 17 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა ამის შესახებ საზოგადოებას საერთო განცხადებით შეატყობინა:

„სიყვარული ჩვენს შორის ისევ დიდია, მაგრამ ვუშვებთ ერთმანეთს, რომ ვიპოვოთ საკუთარ თავში რაღაც ახალი“.

ჯეისონ მომოა და ლიზა ბონე დაშორდნენ – ყველაზე რომანტიკულმა წყვილმა ერთად 17 წელი გაატარა

„აქუამენის“ ვარსკვლავი სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არაერთხელ  ვიხილეთ, ის განქორწინების შემდეგ ლოს-ანჯელესში, მეგობრის სახლის ეზოში, ფურგონში ცხოვრობდა, პაპარაცებმა ის დახეულ ტანისამოსში გადაიღეს.

ფოტო: დახეული მაისური და სასოწარკვეთილი სახე – ჯეისონ მომოა განქორწინების შემდეგ ფურგონში ცხოვრობს

როგორც ჩანს მომოას ტრაგიზმმა გაჭრა, მას საყვარელი ქალი დაუბრუნდა. 42 წლის მსახიობი და 54 წლის ლიზა კვლავ ერთად ცხოვრობენ და ურთიერთობის აღდგენაზე მუშაობენ. ამის შესახებ HollywoodLife-ს ინსაიდერმა განუცხადა. აღსანიშნავია, რომ წაშლილია მათი ერთობლივი განცხადებაც განშორების შესახებ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები