20 იანვარს, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ვარსკვლავების გარკვეულმა ნაწილმა მონაწილეობა მიიღო ჟურნალ W-ს სპეციალურ პროექტში და თითოეულმა მათგანმა ლეგენდარული გლორია გეინორის „I Will Survive“ შეასრულა. მათ შორის არიან: ემა სთოუნი, ნატალი პორტმანი, ენდრიუ გარფილდი, მიშელ უილიამსი და სხვები.
„სწორედ ასეთი სიმღერა გვჭირდება, როდესაც ინაუგურაცია ახლოვდება“, – წერია გამოცემის საიტზე.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 20 იანვარს, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შესაძლოა, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდ პროცესადაც დასახელდეს, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მისი კანდიდატურა ჯერ კიდევ მიუღებელია და ამას მკაფიოდ გამოხატავს. აქტივისტები აქციებისთვის ემზადებიან, სელებრითების დიდმა ნაწილმა კი ცერემონიაზე გამოსვლაზე უარი განაცხადა.