LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსგენდერი ქალები გიგა მაქარაშვილის ინიციატივას შეუერთდნენ და გაჭირვებული ადამიანებისთვის თანხა გადარიცხეს

227
shaqaranews201210

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე წერს იმის შესახებ, რომ გიგა მაქარაშვილის ინიციატივას ტრანსგენდერი ქალები შეუერთდნენ და გარკვეული პერიოდის წინ მათთვის შეგროვებული თანხიდან რაც დარჩათ, მთლიანად გადარიცხეს გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად.

ნატა ფერაძე ტრანგსენდერი ქალების წერილსაც აქვეყნებს:

“ნდობასა და პატივისცემას ვუცხადებთ მოძრაობა “სირცხვილია”-ს, რომელიც არაერთხელ დაგვეხმარა ჩვენთვის ურთულეს მომენტებში. გვინდა ეს, წინა პანდემიის დროს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მოგროვებული თანხის ნაწილი, გავუნაწილდეთ მათ, ვისაც დღეს უჭირს. სწორედ ასე, ერთმანეთის მხარდაჭერით შევდგებით ძლიერ და მოსიყვარულე საზოგადოებად. ტრანსგენდერი ქალები თბილისიდან.”

შეგახსენებთ, რომ გიგა მაქარაშვილის ინიციატივით, გროვდება თანხა, საჭმელი და სხვა საჭირო ნივთები გაჭირვებული ადამიანებისთვის, რომელთაც ამ ყველაფრის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ბოლო პერიოდია სურსათ-სანოვაგით დატვირთული აქტივისტები არაერთ ოჯახს ესტუმრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები