LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრევის შადრევანში მონეტის ჩაგდება ფასიანი ხდება

162
ქირიას NEWS შაბლონი (1)

2026 წლის 1 თებერვლიდან რომში ჩასულ ტურისტებს ტრევის შადრევნის სიახლოვეს მისასვლელად საფასურის გადახდა მოუწევთ. ბილეთის ფასი 2 ევრო იქნება, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს მიუახლოვდნენ ძეგლს და სურვილის შემთხვევაში წყალში მონეტაც ჩააგდონ. სიახლის შესახებ wanderlust-ი წერს.

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ტურისტების უკონტროლო ნაკადის შესაზღუდად მიიღეს. ტრევის შადრევანი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობად ითვლება და ხშირად გადაჭედილია, რაც არა მხოლოდ ქურდობის რისკს ზრდის, არამედ ისტორიულ ძეგლს აზიანებს. ხელისუფლების თქმით, ახალი წესი აკრძალავს შადრევანთან საკვების მიღებასაც – მაგალითად, ნაყინისა და პიცის ჭამას, რაც „ძეგლის მიმართ უპატივცემულო საქციელია”.

ტრევის შადრევანი წარსულშიც არაერთხელ გამხდარა ტურისტების არასათანადო ქცევის მსხვერპლი. 2023 წელს ერთ-ერთმა ვიზიტორმა შადრევანში ბანაობაც კი სცადა და ერთ-ერთი სკულპტურიდან გადმოხტა.

შეძენილი ბილეთი ვიზიტორებს დღის საათებში – დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე, შადრევნის უშუალო სივრცეში მისცემს შესვლის უფლებას. ამავე დროს, მოედანზე ყოფნა კვლავ უფასო იქნება, თუმცა იქიდან მონეტის ჩაგდება უკვე შეუძლებელი გახდება. ღამის საათებში კი შადრევანთან წვდომა სრულად უფასო იქნება.

ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ვიზიტორთა რაოდენობის შეზღუდვის ექსპერიმენტმა, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო სპეციალური რიგებისა და შესვლა-გამოსვლის ნაკადების გაყოფით, უკვე დადებითი შედეგები აჩვენა. ზოგიერთ დღეს რიგებში ერთდროულად 70 ათასამდე ადამიანი იდგა.

მერიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი ქალაქის ბიუჯეტის შევსებას არ ემსახურება. ოფიციალური მონაცემებით, ტურისტები ტრევის შადრევანში იმდენ მონეტას აგდებენ, რომ მისი ფსკერიდან დღეში საშუალოდ დაახლოებით 3 000 ევროს ამოღება ხერხდება.

ტურისტების ჭარბი რაოდენობა პრობლემად მხოლოდ რომში არ რჩება, ბოლო პერიოდში ვიზიტორთა ნაკადის შეზღუდვა იტალიის სხვა პოპულარულ რეგიონებშიც, მათ შორის ალპებში, გახდა საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g