LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრევის სკოტმა ტიმოთი შალამეს დასცინა – რეპერი ფოტოს ავრცელებს

7488
page

ტრევის სკოტი კვლავ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მედიაში ვარაუდობენ, რომ მან „ოსკარებზე“ ტიმოთი შალამეს კრახის შემდეგ, მსახიობს ირონიული „შეტყობინება“ გაუგზავნა.

ვიდეო: ტიმოთი შალამეს პირველი რეაქცია, როცა გამარჯვებულად მაიკლ ბი ჯორდანი დაასახელეს

„როცა ადამიანები ბრაზდებიან, ეს შეიძლება გაცილებით მეტი დაგიჯდეს, ვიდრე გულშემატკივრების 14 პროცენტი, ასე რომ, ფრთხილად იყავი, ბიჭო!“ – ჰოლივუდი ტიმოთი შალამეს წინააღმდეგ

34 წლის რეპერმა ირიბად დასცინა მსახიობს, როდესაც „ინსტაგრამ სთორიში“ გამოაქვეყნა შალამეს მთავარი კონკურენტის, მაიკლ ბი ჯორდანის ფოტო, რომელმაც „საუკეთესო მამაკაცი როლისთვის“ „ოსკარი“ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტრევის სკოტი ირიბად ეხმიანება კაილი ჯენერის ახალ ურთიერთობას. თავის ალბომში, Utopia მან გააკეთა მინიშნება პერსონაჟზე, ვილი ვონკაზე, რომელიც შალამემ განასახიერა.

შეგახსენებთ, რომ ტრევის სკოტმა და კაილი ჯენერმა ურთიერთობა 2017 წელს, Coachella-ზე გაცნობის შემდეგ დაიწყეს. მათი რომანი სწრაფად განვითარდა. 2018 წელს მათ ქალიშვილი სტორმი შეეძინათ, ხოლო 2022-ში, ვაჟი ეირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები