თრუსოს ხეობაში დაკარგული ქართველი ტურისტების სამძებრო სამუშაობში ვერტმფრენი ჩაერთო.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ვერტმფრენი ხეობისკენ, დაახლოებით, 1 საათის წინ გაფრინდა. თუმცა, ტურისტები დახმარებას გუშინდლიდან ითხოვდნენ.
“6 ადამიანია დაკარგული. შეტყობინება ჩვენთან გუშინ შემოვიდა, საღამოს და ვერტმფრენი ვერ გაფრინდებოდა. დადგინდა კოორდინატები, მათთან კავშირი გვქონდა, სამაშველო ოპერაცია დაიგეგმა და ახლა ამის განხორციელება მიმდინარეობს,” – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
არსებული ინფორმაციით, ტურისტები “ყელიწადის” ტბაზე იმყოფებოდნენ, თუმცა გზა აერიათ და უკვე მეორე დღეა, ხეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.