LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსსუ-ს ევროპის უნივერსიტეტების სპორტული ასოციაციის (EUSA) ასოცირებული წევრის სტატუსი მიენიჭა

372
თსსუ-ს ევროპის უნივერსიტეტების სპორტული ასოციაციის (EUSA) ასოცირებული წევრის სტატუსი მიენიჭა

ევროპის უნივერსიტეტების სპორტული ასოციაციის (EUSA) აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, EUSA-ს გენერალურმა ასამბლეამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მიანიჭა EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსი. როგორც ასოცირებული წევრებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოშია (მუხლი 5) აღნიშნული, უნივერსიტეტები, რომლებიც იღებენ EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსს, სარგებლობენ ყველა შესაბამისი უპირატესობით.

EUSA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა თსსუ-ს ასოცირებული წევრობის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი გამოუგზავნა. 

ევროპის უნივერსიტეტების სპორტული ასოციაცია (EUSA) წევრებად აერთიანებს ეროვნული უნივერსიტეტების სპორტულ ორგანიზაციებს. ამასთან, EUSA უნივერსიტეტებსა და სხვა ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას, შეუერთდნენ ორგანიზაციას ასოცირებული წევრის სტატუსით.

დღემდე, EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსი მინიჭებული აქვს 23 ქვეყნის 118 უნივერსიტეტს.

უნივერსიტეტები, რომლებიც იღებენ EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსს, სარგებლობენ შემდეგი უპირატესობებით:

• აქვთ უფლება გახდნენ EUSA-ს უნივერსიტეტების კლუბის წევრი

• შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ EUSA-ს ღონისძიებებში მათი სტუდენტებისა და გუნდებისთვის უფრო დაბალი შესვლის საფასურით (EUSA-ს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დადგენილი წესით)

• პრიორიტეტი ენიჭებათ EUSA-ს სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზატორების შერჩევაში

• აქვთ უფლება გამოიყენონ EUSA-ს ასოცირებული წევრის ლოგო მათი შიდა პოპულარიზაციისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g