LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ გმობს 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ფაქტებს

52
tsu

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გმობს 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ფაქტებს (მათ შორის ჟურნალისტებზე, რომელთა შორის უნივერსიტეტის სტუდენტიც დაშავდა). აღნიშნულთან დაკავშირებით თსუ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„უნივერსიტეტისთვის, რომელიც თავისუფლებას, განათლებას, განვითარებასა და დემოკრატიული პრინციპების დაცვას ემსახურება, მიუღებელია ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა და ნებისმიერი სახის ძალადობრივი გამოვლინება, მათ შორის, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება.

მოვუწოდებთ, ყველას პატივი სცენ კონსტიტუციას, კანონს და დაიცვან ადამიანის უფლებები“. – აღნიშნულია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს – დაშავებულია ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი.

magti 5g