LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ-ს საგამოცდო სექტორში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა

165
Untitled design

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში, ერთ-ერთ საგამოცდო დარბაზში, ჭერის ნაწილი ჩამოიშალა.

ფაქტის ამსახველ ფოტოს edu.aris.ge ავრცელებს.

როგორც „ფორტუნას“ თსუ-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ე.წ. შეკიდული ჭერის ნაწილი მაშინ ჩამოვარდა, როცა სტუდენტებს აუდიტორია უკვე დატოვებული ჰქონდათ. ამასთან, პრესსამსახურში განმარტავენ, რომ სტუდენტები საგამოცდო სივრციდან ჭერის ჩამოვარდნამდე გაიყვანეს.

„ძლიერი ქარის გამო, როცა უკვე მიხვდნენ, რომ შესაძლოა, ჭერი ჩამოვარდნილიყო, სტუდენტები საგამოცდო სივრციდან გაიყვანეს. ეს ჭერი შემდგომ ჩამოვარდა.არავინ არ დაშავებულა.

შემდგომ ჩვენმა სპეციალისტებმა შეამოწმეს. მას შემდეგ, რაც არანაირი საშიშროება არსებობდა, სტუდენტები შემოიყვანეს და საგამოცდო პროცესი გაგრძელდა“, – განუცხადეს „ფორტუნას“ თსუ-ის პრესსამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g