თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას მოითხოვენ.
სტუდენტების ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია სტუდენტებს შეხვედრაზე დათანხმდა.
სტუდენტების ცნობით, უნივერსიტეტის ათი სტუდენტი რექტორს შეხვდება და მათ მოთხოვნებს მოისმენს. გარდა ამისა, მათივე თქმით, რექტორი დათანხმდა, რომ სტუდენტებმა შეხვედრის მიმდინარეობა, მათი რესურსით პირდაპირ ეთერის საშუალებით აწარმოონ.
სტუდენტებსა და თსუ-ს რექტორთან შეხვედრა 19:00 საათზე იგეგმება.
მანამდე კი სტუდენტებმა მოთხოვნების შესახებ ისაუბრეს. ისინი მოითხოვენ ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას, თსუ-ს ადმინისტრაციის მიერ სწავლის პროცესის შეჩერებას, თსუ-ს ცენტრალური შესასვლელის მომიტინგეებისა და დაშავებულებისთვის ხელმისაწვდომობას და თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას მოითხოვენ.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“