შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ხვალიდან შეზღუდვების ნაწილი იხსნება.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან გარკვეული შეზღუდვები იხსნება, პირველ რიგში, ეს არის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისადმი დაწესებული შეზღუდვები. როგორც მოგეხსენებათ, შიდა სივრცეებში დღეის მდგომარეობით მათი ფუნქციონირება აკრძალულია, ამიტომ, 8 მარტიდან ეს შეზღუდვა იხსნება და გარდა შაბათ-კვირისა, მათი ფუნქციონირება დასაშვები იქნება.
"როდესაც ასეთი კულტურული ღონისძიება ტარდება, მასშტაბი გაცილებით დიდია და ამ პროცესში ხალხის მობილობის, ისევე როგორც რეგულაციების დაცვა ძალიან ძნელია"
"მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან შიდა სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი იხსნება, ცოცხალი მუსიკის შესრულება კვლავ შეზღუდვად რჩება" - ბექა ფერაძე
8 მარტიდან ასევე ფუნქციონირებას განაახლებს სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები. ასევე ერთი სიახლე, რომელიც ამავე პერიოდში ძალაში შედის, 8 მარტიდან ნებადართული გახდება საცალო-საბითუმო ვაჭრობა.
8 მარტიდან ნებადართული გახდება საცალო-საბითუმო ვაჭრობა, როგორც შაბათ-კვირის, ასევე ნებისმიერი სხვა დღის განმავლობაში, როგორც სავაჭრო მოლების, ასევე ბაზრობების ტერიტორიაზე.”-განაცხადა ბექა ფერაძემ.
მისივე განცხადებით, 2 კვირის შემდეგ, საბჭო შაბათ-კვირის შეზღუდვების მოხსნაზეც იმსჯელებს.
„თუ 2 კვირაში გვექნება შესაძლებლობა, რომ რეგულაციები შევამსუბუქოთ, შაბათ-კვირის შეზღუდვები მოიხსნება.”-განაცხადა ფერაძემ.