8 მარტიდან, ორშაბათიდან საქართველოში შეზღუდვების მორიგი ნაწილი იხსნება.
გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მიიღო.
ხვალიდან სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;
საქართველოს მასშტაბით, რესტორნები შიდა სივრცეებშიც აღადგენენ ფუნქციონირებას.
არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ.
2 კვირის შემდეგ კი, 15 მარტიდან:
უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას შეძლებენ.
ფუნქციონირებას განაახლებენ სპორტული დარბაზები განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;
თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ;
სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;
ჯერჯერობით, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.