დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბორტგამცილებლებს ეძებს. შესაბამისი ინფორმაცია კომპანიამ სოციალური ქსელის ”ფეისბუქის” მეშვეობით გაავრცელა.
დაინტერესებული პირები 6 ოქტომბერს, დილის 9 საათზე უნდა გამოცხადდნენ ქუთაისში, ი. ბუხაიძის ქ. II შესახვევი 63-ა-ში, სასტუმრო ”კონტინენტალის” შენობაში.
რაც შეეხება მოთხოვნებს, Wizz Air -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დასაქმების მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- უნდა იყვნენ სულ მცირე 18 წლის;
- სიმაღლე გოგოს შემთხვევაში უნდა იწყებოდეს 165 სანტიმეტრიდან, ბიჭის კი -175 სანტიმეტრიდან;
- მკლავის სიგრძე უნდა იყოს 210 სანტიმეტრი (იგულისხმება რომ ხელის აწევის დროს, 210 სანტიმეტრამდე უნდა წვდებოდეს) ;
- უნდა ფლობდნენ ინგლისურ და დამატებით კიდევ ერთ ენას ( პოლონურს, უკრაინულს, ქართულს, სერბულს, ან სხვას);
- უნდა ჰქონდეთ მოქმედი სამოგზაურო პასპორტი;
- არ უნდა უჩანდეთ ტატუ ან/და პირსინგი;
- უნდა შეეძლოთ 60 წუთში მომზადება ფრენისა და გამგზავრებისთვის.
ამ ეტაპზე, კომპანიაში მათთან დასაქმების შემთხვევაში, ბორტგამცილებლის ანაზღაურებას არ აკონკრეტებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ Wizz Air-ში საკმაოდ მისაღები ხელფასებია.