LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ადამიანი უკვე მიწაზე წევს აღარ სცემოთ, ანუ მუხრუჭია საჭირო – ლუკაშენკო

123
BeFunky-collage (4)

ბელარუსში უშიშროების საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში არჩევნების შემდეგ მიმდინარე აქციების საკითხი განიხილეს.

ალექსანდრ ლუკაშენკოს მიაჩნია, რომ საპროტესტო ტალღა საზღვარგარეთიდან ქვეყანაში ჩასული პირების მიერ არის მართული.

ევროკავშირმა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

“არ გაჰყოთ ცხვირი ქუჩაში, გაიგეთ, რომ თქვენ და ჩვენს შვილებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ. დღეს უნდა ჩამოვიდნენ პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან, უკრაინიდან, ღია რუსეთიდან, ნავალნისგან და ა.შ. უკვე დაიწყო აგრესია ქვეყნის წინააღმდეგ, გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები, ვიდრე მინსკის გადატრიალება სურთ”- თქვა მან.

ანტი-სამთავრობო გამოსვლების მე-7 დღეს ლუკაშენკო სიტუაციის დალაგების აუცილებლობაზე საუბრობს.

“უნდა გავჩერდეთ, თავი ხელში ავიყვანოთ და დავწყნარდეთ. უნდა მოგვცეთ საშუალება, ქვეყანაში სიტუაცია დავალაგოთ, უნდა გავუმკლავდეთ მათ. დღეს პრეტენზიებს ვერავის წავუყენებ, ერთადერთი ვთხოვ მინისტრს და სხვებს, ჩვენ მაინც სლავები ვართ, თუ ადამიანი უკვე მიწაზე წევს აღარ სცემოთ, ანუ მუხრუჭია საჭირო,” – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ვიდეო: მინსკში სპეცრაზმელებმა ფარები დაუშვეს, მათ აქციის მონაწილეები ჩაეხუტნენ

მინსკში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 79.7 პროცენტი უჭერს მხარს.

მის მთავარ მოწინააღმდეგეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას კი 6.8 პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g